რეზონანსი
25.03.2024

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­გენ­ტოს ცნო­ბით, 27 მარ­ტის დი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა. სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზით, იქ­რო­ლებს და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი, მა­ღალმთა­ში კი ზო­გან ძლი­ე­რი თოვა და ქარ­ბუ­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

"26 მარ­ტი­დან 27 მარ­ტის დი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გან ძლი­ე­რი, და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი, მა­ღალმთა­ში ზო­გან ძლი­ე­რი თოვა და ქარ­ბუ­ქი. ზღვა­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია 3-4 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მუ­ლი ღელ­ვა.

მო­სა­ლოდ­ნელ­მა ნა­ლე­ქებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, გო­რაკ-ბორ­ცვი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, ხოლო მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში ზვა­ვე­ბის ფორ­მი­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

დიდ­თოვ­ლო­ბის, ქარ­ბუ­ქის, ხილ­ვა­დო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ზღუ­დოს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა",-აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×