რეზონანსი
25.03.2024

საკონსტიტუციო ცვლილებები გაცილებით მყარი გარანტიაა იმისა, რომ ვეღარასდროს შეძლოს ვერავინ ფსევდოლიბერალური პოზიციები, მისი მავნე შედგები ქართულ საზოგადოებას თავს მოახვიოს და ჩაერიოს ოჯახური ღირებულებების დისკრედიტაციაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მოამზადა.

მისი თქმით, ოპოზიციას კონსტიტუციურ კანონებთან დაკავშირებით ბევრი დრო აქვს, რომ თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით იმსჯელონ, წარუდგინონ უმრავლესობას თავისი მოსაზრებები, რომელ პუნქტს, რომელ ფრაზას არ ეთანხმებიან.

„ჩვენი ოპოზიციის რისკი ეს არის, მათი ქმედების რისკი ეს არის, შეიძლება საერთოდ ვერ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგრამ ჩვენ ამას კანონით დავაზღვევთ, თუმცა, კანონის ძალა შედარებით მსუბუქია. ოდესმე, 10-15 წლის შემდეგ, შეიძლება ფსევდოლიბერალური ძალა მოვიდეს ხელისუფლებაში, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, მაგრამ თეორიულ დონეზე ყველაფერი უნდა დავუშვათ, რომელიც იმ კანონებს გააუქმებს, რადგან მარტივი გასაუქმებელი იქნება 76 ხმით, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ, ვერ გააუქმებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებები გაცილებით მყარი გარანტიაა იმისა, რომ ვეღარასდროს შეძლოს ვერავინ ფსევდოლიბერალური პოზიციები, მისი მავნე შედგები ქართულ საზოგადოებას თავს მოახვიოს, ჩაერიოს ოჯახური ღირებულებების დისკრედიტაციაში, ეს მოახერხოს და არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენა მოახერხოს. ამიტომ, ამის ატანა კონსტიტუციურ დონეზე, მნიშვნელოვანი იყო. წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს თემა, რომ გადავწყვიტეთ, კონსტიტუციური კანონი შეგვექმნა, მისი ინიცირება მოგვეხდინა და პროექტი შეგვექმნა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×