რეზონანსი
24.03.2024

როდესაც წინასწარ აცხადებ, რომ სასამართლო სისტემაში არიან კორუმპირებულები, წინასწარ გაქვს უკვე მოსაზრება გამოთქმული და მიზანმიმართულად იძახი, რომ ეს მოსამართლეები არიან გასაყრელი სასამართლო სისტემიდან, უბრალოდ, კეთილსინდისიერების მოტივით ცდილობ, სასამართლო დაიქვემდებარო, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს „ვეტინგის" სისტემაზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, იგი არის კეთილსინდისიერი მოსამართლე. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ბრალდებებისგან.

„აი, საუბარი რომ არის - აქ არავინ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმებას, აქედანაც ჩანს, რომ ძალიან ბევრ მოსამართლეს წინასწარ გამოუტანეს განაჩენი. ხომ შეიძლება, მოხდეს ისე, რომ ჩატარდეს „ვეტინგი" და გავიაროთ ეს კეთილსინდისიერების ტესტი.

როდესაც შენ წინასწარ აცხადებ, რომ სასამართლო სისტემაში არიან კორუმპირებულები, წინასწარ გაქვს უკვე მოსაზრება გამოთქმული და მიზანმიმართულად იძახი, რომ ეს მოსამართლეები არიან გასაყრელი სასამართლო სისტემიდან, უბრალოდ, კეთილსინდისიერების მოტივით ცდილობ, სასამართლო დაიქვემდებარო", - აღნიშნა მურუსიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×