რეზონანსი
24.03.2024

ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია მოსამართლის შემოწმების ნებისმიერი მოდელი, რომელიც გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობით სასამართლოს ხელისუფლების ჩანაცვლებას, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს დაანგრევს სასამართლოს დამოუკიდებლობას და ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს იმ მიღწევებზე, რომელიც დღეს არსებობს.

„ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ იმას, რომ ერთი ხელის მოსმით, ამ რადიკალი პოლიტიკოსებისა და NGO-ების ჩარევით, გაურკვეველი ექსპერტებისა და უცხოელი მოქალაქეების მონაწილეობით დავანგრევინოთ ეს მიღწევები", - აღნიშნა მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს. ეს არის რიგით 32-ე შეხვედრა, რომელიც ემსახურება იუსტიციის საბჭოში ახალი წევრების არჩევას. იმსჯელებენ ე.წ. ვეტინგის სისტემაზეც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×