რეზონანსი
16.03.2024

ჩინეთი მზად არის, რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი პირობები უზრუნველყოს და გააგრძელებს კონსტრუქციული როლის შესრულებას კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების ხელშეწყობაში. ამის შესახებ გაერო-ში ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, გენ შუანმა განაცხადა.

„საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებასთან ერთად, კონფლიქტის გაფართოების რისკი არსებობს. კონფლიქტის თითოეული დღე მსოფლიოსთვის საფრთხეს ზრდის. რაც უფრო ადრე დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკებები, მით უფრო ადრე დადგება მშვიდობა", - განაცხადა მან.

ჩინელი დიპლომატის თქმით, ჩინეთის პოზიცია უცვლელია და ის ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას გულისხმობს, ამასთან უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა ქვეყნის ლეგიტიმური შეშფოთება უნდა იქნას სერიოზულად გათვალისწინებული.

„ვიმეორებთ, ჩვენს მოწოდებას კონფლიქტის ყველა მხარისადმი, გამოავლინონ პოლიტიკური ნება, გადადგან ერთმანეთისკენ ნაბიჯი, მიაღწიონ კონსენსუსს, შეწყვიტონ ბრძოლა და დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკებები. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ძალისხმევა სიტუაციის დეესკალაციისთვის პირობების შესაქმნელად და პოლიტიკური დარეგულირების მისაღწევად", - განაცხადა გენ შუანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×