რეზონანსი
16.03.2024

„თბილისი პრაიდის" წარმომადგენლები რომ იკრიბებიან და აპირებენ რაღაც კონკრეტული გეგმის დასახვას, კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის შეგრძნებას, რომ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო ინიციატივა სწორი იყო, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, სად გადის ადამიანის უფლებების სტანდარტი და ზღვარი. მათი შეკრების მთავარი მიზანი ალბათ ის არის, რომ სტრატეგიულად ჩამოყალიბდნენ, რა კუთხით გააგრძელებენ საკუთარ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ქართული ტრადიციული ცხოვრების წეს-ჩვეულებებისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და სიწმინდეების საწინააღმდეგოდ იმოქმედონ", - აღნიშნა მიქანაძემ.

„ქრონიკის" ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის" ორგანიზებით ტარდება სემინარი, რომელზეც განიხილავენ, როგორ უნდა გააპროტესტონ მმართველი გუნდის ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო ინიციატივა, მას შემდეგ, რაც ის კანონპროექტად იქცევა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×