რეზონანსი
16.03.2024

მექსიკის საზღვრიდან გატაცებული ქართველების ახლობლები დახმარებას ითხოვენ. ისინი საუბრობენ და გატაცებულებთან ბოლო კონტაქტის დეტალებს იხსენებენ.

„ჩვენ ვიცოდით, რომ 14 რიცხვში უნდა გადასულიყო. ჩემთან ცხოვრობდა ეს ბიჭი [ერთ-ერთი გატაცებული] აქ [ესპანეთში]. აქედან წავიდა. სანამ მექსიკაში შევიდოდა 3-ჯერ გაექცნენ პოლიციას. საბოლოოდ, ჩავიდნენ მექსიკაში. მექსიკაში რომ ჩავიდნენ, ამ ბიჭს ჰქონდა სურათები დადებული სასტუმროში, მშვიდად ვიყავით, წყნარად ვიყავით. გვეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო. 14-დან უკვე გათიშული იყო ტელეფონი, 2 დღე არ გამოსულა კონტაქტზე, ვერაფრით ვერ დავუკავშირდით. ვინც მასთან ერთად იყო, ვერც იმას ვერ დავუკავშირდით. გვეგონა ჩვენ, რომ ეს იყო მექსიკის პოლიციაში. როგორც ხდება, როცა აკავებენ ადამიანებს ართმევენ ტელეფონს. ამ ბიჭმა მიწერა წუხელ ჩემს მეუღლეს, რომ გაიტაცეს. რაღაც დაჯგუფებაა. სარდაფში არის 120 კაცი, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. 30 კაცი არის ქართველი. ტელეფონს თუ აიღებენ საქართველოს საელჩოში, აქ, მადრიდში, ძალიან კარგი იქნება," - ამბობს ერთ-ერთი გატაცებულის ახლობელი „მთავარ არხთან".

30 ქართველის გატაცების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა, თუმცა როგორც ინფორმაცია ვრცელდება, უკვე სამი დღეა სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, 30-მდე ქართველი მექსიკურ ნარკოკარტელს ჰყავს დაკავებული. გატაცებულებს შორის არიან ქალებიც.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების გამო საელჩო მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზეა.

მათივე ცნობით, უწყება მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არკვევს.

„საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×