რეზონანსი
16.03.2024

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების გამო საელჩო მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზეა.

მათივე ცნობით, უწყება მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არკვევს.

„საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსთან".

არსებული ინფორმაციით, მექსიკის საზღვართან გატაცება მოხდა. „მთავარი არხის" ცნობით, უკვე სამი დღეა სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, 30-მდე ქართველი მექსიკურ ნარკოკარტელს ჰყავს დაკავებული. გატაცებულებს შორის არიან ქალებიც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×