რეზონანსი
16.03.2024

აზერბაიჯანსა და საქართველოს უშველებელი მომავალი გვაქვს, ძალიან მდიდარი განახლებადი ენერგორესურსები გაგვაჩნია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, ზაგულბას სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

როგორ ილჰამ ალიევმა აღნიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი ახალ პროექტებზე მუშაობენ.

„ერთ-ერთი მათგანია მწვანე ენერგეტიკის პროექტი და საქართველო და აზერბაიჯანი ერთად, სხვა ქვეყნებთან ერთად ჩართულნი არიან ძალიან მასშტაბურ პროექტებში. მიმაჩნია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთული ბუნებრივი აირის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზები წარმატებული პროექტების მაგალითებია და ენერგეტიკულო პროექტები მომავალშიც ასეთი სცენარით განვითარდება. ეს იქნება მაგალითი ბევრი სხვა ქვეყნისთვის, ეს იქნება ჩვენი წარმატებული პროექტების მაგალითი მომავალშიც და ერთად, ჩვენ, აზერბაიჯანს და საქართველოს უშველებელი მომავალი გვაქვს. ძალიან მდიდარი განახლებადი ენერგორესურსები გაგვაჩნია.

ამ ეტაპზე ტარდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, წლის ბოლოსთვის დავასრულებთ ამ პროცესს და შემდეგ დავიწყებთ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა. გამოთვლილი და არგუმენტირებული რეფორმები, სტაბილურობა, რაც საქართველოში არსებობს, ეს არის დიდი აქტივი. განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. მინდა, მივულოცო ჩვენს ქართველ ძმებს ყველა წარმატებული მიღწევა. ჩვენი სავაჭრო ბრუნვის 900 მლნ დოლარიანი მაჩვენებელიც ამის დასტურია, 15 პროცენტით გაიზარდა. ვახსენე კალკულირებული, არგუმენტირებული - ეს რეფორმები არის კარგად გათვლილი, კარგად დასაბუთებული, რათა საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდეს და კლიმატი ჩვენი ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. ოთხი მლრდ დოლარის ინვესტიცია არ არის ცოტა. ამის ერთ-ერთი პირველი მიზანი და მიზეზია შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატი, რაც საქართველოში არსებობს", - განაცხადა ალიევმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×