რეზონანსი
08.03.2024

თვალნათელია, რომ ოპოზიციას ქვეყნის გარეთაც ჰყავს მოკავშირეები, მაგრამ ეს მოკავშირეები ნამდვილად არ წარმოადგენენ კონკრეტულ ინსტიტუციებს ან ქვეყნებს, რადგან ჩვენ ვიცით ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა საქართველოს, ჩვენი ხელისუფლებისა და ზოგადად, ჩვენი პოლიტიკის მიმართ, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„ნათლად ჩანს მათი მოკავშირეების მიერ ფინანსური დანახარჯების შედეგად გატარებული პოლიტიკა. „ფარას" დოკუმენტებიდან მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ აგორებული ფეიკ-კამპანიით, ცრუ ინფორმაციებითა და სტატიებით, ისინი მიხეილ სააკაშვილს კი არ ადვოკატირებდნენ, მთლიანად ქვეყნის დისკრედიტაციას ახორციელებდნენ. ამ სტატიებსა და პუბლიკაციებს მსოფლიოში არაერთი სუბიექტი ეცნობა, ამიტომ ეს ყველაფერი ქვეყნის რეპუტაციას დიდ ზიანს აყენებდა", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×