რეზონანსი
08.03.2024

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე მოსამართლე მაია კოპალეიშვილის ნიკა გვარამიას პარტიაში გაწევრიანებას „ქრონიკასთან" გამოეხმაურა.

„უკვე ცალსახად ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი ემზადება ოპოზიციურ სპექტრში გადანაცვლებისთვის. ფაქტობრივად, იმან, რომ მაია კოპალეიშვილი შეუერთდა ნიკა გვარამიას, ცხადად წაშალა საზოგადოებაში ყველანაირი ზღვარი და მიჯნა, რომელიც არსებობდა სალომე ზურაბიშვილსა და იმ რადიკალურ ჯგუფებს შორის, რომელსაც ნიკა გვარამია ხელმძღვანელობს", - აღნიშნა მიქანაძემ.

ნიკა გვარამიას პარტიის ახალი წევრი მაია კოპალეიშვილი გახდა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს იცავდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×