რეზონანსი
08.03.2024

ჩვენთვის დეზინფორმაცია ვერ იქნება ის, რომ ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ვიხილეთ შეხვედრაზე, არის შემოქმედი იმ რეჟიმის, რომელიც საქართველოში მიმართული იყო ადამიანის უფლებების ტოტალიტარულად დარღვევისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„ჩვენთვის დეზინფორმაცია ვერ იქნება ის, რაც გავრცელდა ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლების მხრიდან და ვერც ის, რომ ადამიანი, რომელიც ვიხილეთ შეხვედრაზე, არის შემოქმედი იმ რეჟიმის, რომელიც საქართველოში მიმართული იყო ადამიანის უფლებების ტოტალიტარულად დარღვევისკენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობები, ის იდეები და პრინციპები, რაზედაც დგას ევროკავშირი და ის ვერ იქნება ადამიანის უფლებების დამრღვევების და მჩაგვრელების ხელშემწყობი", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისთვის არის მსჯავრდებული და ბრალდებული. ის რამდენიმე დღის წინ ჯერ ბუნდესტაგში, შემდეგ კი ევროკომისიაში მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა. შეხვედრაზე ადეიშვილი უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმყოფება და მაღალი დონის შეხვედრებზე, სამართლის პრინციპების გაუმჯობესებაზე და პროკურატურის რეფორმირებაზე საუბრობს.

ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართულ შეხვედრებზე გუშინ განცხადება გაავრცელა გერმანიის საელჩომ, დღეს კი განმარტება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×