რეზონანსი
08.03.2024

საზოგადოება არასდროს აპატიებს „ნაციონალურ მოძრაობას" იმ დანაშაულებს, რომელიც ჩაიდინა. საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს იმ მიღწევებსა და პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება" ატარებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა „ქრონიკაში" რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო დასანახია რადიკალურ ოპოზიციაში კონფიგურაციული ცვლილებები, გადაჯგუფება და გადალაგება. წილოსანი მათი გუნდის სიძლიერესა და ასევე, საზოგადოების მხარდაჭერაში დარწმუნებულია.

„ყველა არჩევნების წინ იდენტური პროცესები მიმდინარეობდა - დაშლა-გაერთიანება. პლასტილინივით ეწებებიან ერთმანეთს და შემდეგ იშლებიან. საბოლოო ჯამში, ყველა არჩევნების შედეგი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ქართული საზოგადოება არასდროს აპატიებს „ნაციონალურ მოძრაობას" იმ დანაშაულებს, რომელიც ჩადენილი აქვს. ქართული საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს იმ მიღწევებსა და პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება" ატარებს. ამ არჩევნებზეც განსაკუთრებულად ხაზგასმული იქნება ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ჩვენ ავირიდეთ ომის ძალიან რეალური და დიდი საშიშროება. ვფიქრობ, ეს საზოგადოების გამოკითხვებისა თუ პოზიციების დაფიქსირების დროს თვალნათლივ ჩანდა. ამიტომ, ჩვენს ხელშია დიდი უპირატესობა. შიდა თუ სხვა კვლევები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას" აქვს 60%-მდე მხარდაჭერა. ოპოზიციური ველი ჯგუფდება სადღაც, 20%-იან ელექტორატში ჯგუფდება. ახლა აქვთ მცდელობა, ეს თავიანთი 20%-იანი რეიტინგი რაღაც ფორმითა და მცდელობებით გაზარდონ. თავისთავად არ გამოვრიცხავთ, რომ პროვოკაციებიც იყოს. ისინი ყოველ არჩევნებზე ახალ-ახალ მეთოდებსა და ტაქტიკებს ტესტავენ", - განაცხადა წილოსანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×