რეზონანსი
08.03.2024

როგორ მივიღოთ სერიოზულად ისინი, ვინც უპასუხოდ ტოვებენ ათიათასობით ქალისა და ბავშვის სასტიკ მკვლელობას სირიიდან პალესტინამდე, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხდა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ისინი, ვინც დუმან პალესტინელი ხალხის გენოციდის შესახებ და იგნორირებას უკეთებენ ამ ხოცვა-ჟლეტას, შეუძლებელია, იყოს თანმიმდევრული, ეფექტური და მიუკერძოებელი.

„გეკითხებით, ოდესმე გსმენიათ, რომ მათ ვინც მსოფლიოში ქალთა უფლებებზე აქტიურდ საუბრობენ, ხმა აემაღლებინოთ 7 ოქტომბრის შემდეგ პალესტინაში მოკლულ 32 ათასზე მეტ უდანაშაულო ადამიანზე, ძირითადად ქალებსა და ბავშვებზე. ისრაელია, რომელიც მუდმივად უტარებს ლექციებს კაცობრიობის დანარჩენ წევრებს უფლებებისა და კანონის შესახებ. ყოფილხართ თუ არა იმ ადამიანების რეაქციების მოწმე, ვინც პრესის თავისუფლების მოხსენების ბარათებს გამოსცემს ისრაელის მიერ მოკლული 100-ზე მეტი ჟურნალისტის შესახებ? ევროკავშირის საბჭო და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები, რომლებიც თურქეთს ბოლო ანგარიშში აკრიტიკებენ, აქამდე ხმა არ ამოუღიათ. გსმენიათ თუ არა რაიმე განცხადებები ისრაელის ფარული და ღია მხარდაჭერის გარდა?" - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×