რეზონანსი
08.03.2024

რუსთავში მამაკაცი ოჯახის წევრზე მუქარისა და მისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილ ცოლს ჯერ ავტომობილი დაუზიანა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. ინციდენტანდე მამაკაცი ქალს ცივი იარაღით ემუქრებოდა და მასთან დაბრუნებას ითხოვდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური.

მამაკაცი ამჟამად დაკავებულია.

შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა 187-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის ნივთის დაზიანებას და მუქარას გულისხმობს.

წყარო: პირველი არხი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×