რეზონანსი
07.03.2024

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, მათი და „ნაციონალური მოძრაობის" კოალიცია საპარლამენტო არჩევნებზე 40%-ს აიღებს.

„ისე გამრავლდნენ, ზოგს ნომერი აქვს, პარტიის სახელი არ აქვს - მაგალითად, მელიას ჩართვა ჰქონდა Tiktok-ზე და 4 ნომერი აუღია, ნეტავ, მაჭუტაძემ თუ იცის, მისი ნომერი იყო ეს. გვარამიას სახელი აქვს და ნომერი არ აქვს - საგიჟეთი აქვთ", - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

პაატა მანჯგალაძე დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" „სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად, საპარლამენტო არჩევნებზე 40%-ს აიღებს. მისივე თქმით, თუ ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდებიან და არჩევნებზე 10 პროცენტს აიღებენ, ეს ხელისუფლებაში მოსვლას ნიშნავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×