რეზონანსი
26.02.2024

ორი წლის წინ მთავრობის ინიციატივით პარლამენტმა მიიღო გარკვეული შეზღუდვები, რამაც პოზიტიური გავლენა იქონია ერთ მილიონ ადამიანზე და ჩვენ პრევენციულად დავიცავით ეს ადამიანები იმ ნეგატიური გავლენებისგან, რაც ლუდომანიას მოაქვს, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ სკოლის პედაგოგებზე, რომლებსაც ყოველწლიურად ასობით ახალგაზრდასთან აქვთ შეხება და მათი ცნობიერების ამაღლება ავტომატურად გამოიწვევს, რომ მათგან ინფორმაცია მიეწოდებათ ახალგაზრდებს, იმ ნეგატიურ შედეგებზე, რაც ლუდომანიას მოაქვს.

„თემატური მოკვლევა ეხებოდა ახალგაზრდებზე ლუდომანიის ეფექტის გავლენის საკითხს და მის პრევენციას. რა ნაბიჯები იდგმება სახელმწიფოს მხრიდან. ორი წლის წინ მთავრობის ინიციატივით პარლამენტმა მიიღო გარკვეული შეზღუდვები, რამაც გარკვეული პოზიტიური გავლენა იქონია ერთ მილიონ ადამიანზე და ჩვენ პრევენციულად დავიცავით ეს ადამიანები იმ ნეგატიური გავლენებისგან, რაც ლუდომანიას მოაქვს. ამის მიღმა ჩვენ დავიწყეთ შესწავლა, თუ რა კეთდება და რა შეიძლება უფრო მეტად გაკეთდეს. აღმოვაჩინეთ, რომ სამინისტროები და ძირითადად ოთხი სამინისტროა - ფინანსთა, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და ძირითადად ოთხი სამინისტროა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ძალიან აქტიურად მუშაობენ და ძალიან ხელშესახები შედეგები გვაქვს, თუმცა აღმოვაჩინეთ ისიც, რომ არის საჭიროება გარკვეული მექანიზმის შექმნის სამთავრობო დონეზე, რომელიც უფრო მეტ კოორდინაციას გაუწევს სამინისტროების საქმიანობას ამ მიმართულებით და ვხედავთ, რომ უფრო მეტი ეფექტიანობის მიღწევა იქნება შესაძლებელი, ამიტომ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სწორედ ეს არის. მეორე რეკომენდაციაა, ცნობიერების ამაღლება და აქ ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ სკოლის პედაგოგებზე, რომლებსაც ყოველწლიურად ასობით ახალგაზრდასთან აქვთ შეხება და მათი ცნობიერების ამაღლება ავტომატურად გამოიწვევს, რომ მათგან ინფორმაცია მიეწოდებათ ახალგაზრდებს, იმ ნეგატიურ შედეგებზე, რაც ლუდომანიას მოაქვს და მესამე რეკომენდაციით, უკვე სარეაბილიტაციო თემებზეა საუბარი, რომ რეაბილიტაციის კუთხით უნდა გაიზარდოს წვდომა იმ ადამიანების, ვინც ლუდომანიით არიან შეპყრობილი და სახელმწიფომ ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. კომიტეტი აქტიურად ითანამშრომლებს მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან და დარწმუნებული ვართ, რომ ამ საქმიანობას და ანგარიშს კიდევ უფრო ხელშესახები და ეფექტიანი შედეგები ექნება", - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×