რეზონანსი
26.02.2024

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე.

„ეს [ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა] ნიშნავს ქართული პასპორტის კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც ძალიან კარგია. ყველა ქვეყნის პასპორტს თავისი ფასი და ძალა აქვს. ქართულ პასპორტს, მოდი ასე ვთქვათ, დაედო კიდევ უფრო მეტი ფასი, კიდევ უფრო გაძლიერდა, საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთ, ამ შემთხვევაში დიდ და ძლიერ ქვეყანაში შეძლებენ უვიზო მიმოსვლას და ეს არის ძალიან კარგი. მეტი კომფორტია ქართველი მოქალაქისთვის. ეკონომიკური კეთილდღეობისათვის მეტი სტიმულია. ეს გადაადგილება ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებზეც ძალიან კარგად აისახება. ქართული პასპორტის გაძლიერება ნიშნავს ქართველი მოქალაქის გაძლიერებას მსოფლიო ასპარეზზე. ისტორიული მოვლენაა, რომელსაც გვერდითი, პოზიტიური ეფექტებიც აქვს", - აღნიშნა მდინარაძემ.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×