რეზონანსი
26.02.2024

რუსი ოპოზიციონერის, ალექსი ნავალნის თანამებრძოლი, მარია პევჩიხი ამბობს, რომ კრემლის კირიტიკოსი მოკლეს, რადგან იგეგმებოდა მისი უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერში, ვადიმ კრასიკოვში გაცვლა.

კრასიკოვი გერმანიის ციხეშია და 2019 წელს ბერლინის პარკში საქართველოს მოქალაქის, დისიდენტის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

პევჩიხმა თქვა, რომ გაცვლაზე მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპზე იყო და ნავალნისთან ერთად უნდა გაეცვალათ ამერიკის ორი მოქალაქე, მათ შორის ერთი შეიძლება იყოს Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი.

პევჩიხის თქმით, პუტინამდე ნავალნის კრასიკოვში გაცვლის წინადადება ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა მიიტანა.

მისი თქმით, მან მიიღო დადასტურება, რომ გაცვლაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ფინალურ ეტაპზე იყო, 15 თებერვლის საღამოს - ერთი დღით ადრე, სანამ ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნის გარდაცვალებაზე ინფორმაციას გაავრცელებდა.

მანამდე, პუტინმა ხანგოშვილის მკვლელში გაცვლაზე ამერიკელ ჟურნალისტთან ინტერვიუში ისაუბრა: 

პუტინმა მიანიშნა, რომ ამერიკელი ჟურნალისტის ხანგოშვილის მკვლელში გაცვლა სურს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×