რეზონანსი
26.02.2024

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში 21 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის რამ­დე­ნი­მე ვერ­სია ვრცელ­დე­ბა, მათ­გან ერთ-ერ­თის თა­ნახ­მად, სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი ამ­ფი­ტა­მი­ნით ზე­დო­ზი­რე­ბა გახ­და.

ambebi.ge გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბელს ესა­უბ­რა:

"გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლია, ან­გე­ლო­ზი­ვით იყო... თავ­და­პირ­ვე­ლად ეგო­ნათ, რომ წამ­ლე­ბი და­ლია და თავი მო­იკ­ლა, დღეს კი ით­ქვან, რომ ზე­დო­ზი­რე­ბით გარ­დაც­ვა­ლა­ლა. ის უკარ­გე­სი ოჯა­ხის შვი­ლია, მისი მშობ­ლე­ბი და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ბავ­შვი დე­დამ და დე­ი­დამ გა­ზარ­დეს (მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კე­ბი არი­ან), რომ იტყვი­ან, ხე­ლის გულ­ზე ატა­რებ­დნენ, სი­გა­რეტ­საც არა­ვინ ეწე­ო­და ოჯახ­ში. მა­მას სხვა ოჯა­ხი ჰყავს.

გო­გო­ნა თა­ვის ოთახ­ში გამ­ხდა­რა ცუ­დად, შეშ­ლი­ლი სა­ხით გა­მო­ვარ­დნი­ლა და გა­დარ­ჩე­ნას ითხოვ­და თუმე, - მიშ­ვე­ლე­თო, ყვი­რო­და. ყვე­ლა­ნი და­ზაფ­რუ­ლე­ბი ვართ, ასეთ ქვე­ყა­ნა­ში რის­კია შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნა, ყველ­გან ეს პრობ­ლე­მაა, სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა..."

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას მე­გო­ბა­რი უარ­ყოფს გო­გო­ნას ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ამ­ფე­ტა­მი­ნის ზე­დო­ზი­რე­ბით გარ­დაც­ვა­ლე­ბას. მისი თქმით, ის დიდი დო­ზით ჰი­პერ­ტო­ნი­ის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. მი­სი­ვე თქმით, და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×