რეზონანსი
26.02.2024

კოლეგებს სიფრთხულისკენ მოვუწოდებ, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი სულ ბაიდენი არ იქნება, ვიღაც მოიკითხავს, როცა მაინც და მაინც ჩვენი ადმინისტრაცია ფორმაში არ იყო, ვიღაც სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას ითხოვდაო, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ხალხის ძალის“ განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

„ამაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, რადგან ბატონმა ბლინკენმა რაიმე ქართველებს კი არ მოუწოდა, არამედ თავის თანამშრომლებს. თუ ჩვენი თანამემამულე ბლინკენის თანამშრომელია, მგონი, ამით ქართველებს არ გვემუქრება რაიმე საფრთხე. ამერიკის ამ ადმინისტრაციის კრიტიკოსი ვარ და ჩვენ მხარს ტრამპს ვუჭერთ. გული მწყდება, რომ ამერიკის ადმინისტრაცია „ხალხის ძალა“ იქნება თუ სხვა, მათ საფუძველს აძლევს ანტიამერიკული ძალები ისე წარმოჩინონ, რომ რაღაცნაირად ჩირქი მოსცხონ. მთავარი პრობლემა სწორედ ეს მგონია. შანსი არ არის – ჩვენ ვერავინ გაგვაპიდარასტებს, ისეთი ერი ვართ. ამაში გულწრფელად დარწმუნებული ვარ. ამის მცდელობა ყველას წყალში ჩაეყრება. ქართველების მჯერა.

რასაკვირველია, დედა – დედაა, მამა – მამაა, ბიჭი – ბიჭია, გოგო – გოგო. ბაიდენის ადმინისტრაციის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ „ხალხის ძალა“ და „ქართული ოცნება“ ამდენს ბედავენ. მათ შორის ქართველი ხალხის კონსტიტუციური არჩევანი გადაისნჯოს და თქვან, რომ ჩვენ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა არ გვინდა და ეს ლგბტ პროპაგანდას დააბრალოს. ჩვენს კოლეგებს სიფრთხულისკენ მოვუწოდებ, რადგან ამერიკის პრეზიდენტი სულ ბაიდენი არ იქნება, ვიღაც მოიკითხავს, როცა მაინცდaმაინც ჩვენი ადმინისტრაცია ფორმაში არ იყო, ვიღაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას ითხოვდაო. როგორც წესი, ასეთი მოთხოვნის გადახედვა არ ავიწყდებათ ხოლმე“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×