რეზონანსი
26.02.2024

NDI-მ ჯერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცესკო-ს კანონმდებლობას გადახედოს და შემდეგ დაწეროს ჩვენზე შენიშვნები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„NDI-ის შევახსენებ, რომ ქართულ საზოგადოებას სახელმწიფოებრიობის დიდი გამოცდილება აქვს და ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გვაქვს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ხშირად ვითვალისწინებთ. ის, რაც არ არის გასათვალისწინებული, ამასაც ვეუბნებით. არც ერთ წარმატებულ ევროპულ ქვეყანაში ცესკო არ კომპლექტდება ისეთი მაღალი და არანორმალური კვორუმით, როგორც ჩვენთან იყო. NDI-მ ჯერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცესკო-ს კანონმდებლობას გადახედოს და შემდეგ დაწეროს ასეთი შენიშვნები“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციამ საქართველოში წინასაარჩევნო ვითარების შეფასება და რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×