რეზონანსი
26.02.2024

სამწუხაროდ, პოლიტიკას ეწირება ხოლმე ჩვენი კულტურის ინტერესები, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბერლინის კინობაზრობაზე საქართველოს სახელით წარდგენილ პარტია „ლელოს“ მიერ დაფინანსებულ ალტერნატიულ სტენდებს.

„მე ზოგადად, პრობლემურად მიმაჩნია ის, რომ პოლიტიკური პარტია ერევა იმაში, თუ როგორ უნდა წარმოჩინდეს ქართული ხელოვნება საზღვარგარეთ. თავად ეს პირდაპირი ძირის გამოთხრაა ქართული კულტურისთვის, როდესაც 2 სტენდით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. ვფიქრობ, არის არაპატრიოტული ქცევა, არ ეკადრება ქართულ კულტურას და კიდევ ერთხელ ჩანს, რომ სამწუხაროდ, პოლიტიკას ეწირება ხოლმე ჩვენი კულტურის ინტერესები. არ ვიცი ასეთი რამ ადრე თუ მომხდარა, მაგრამ ამას არასდროს იკადრებდნენ საქართველოში. ვნახეთ ის, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლობასთან ერთად, რადიკალური პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ინიციირებით მოხდა ალტერნატიული სტენდების წარმოდგენა. ეს არ ეკადრება ქართულ კულტურას და ძალიან ვწუხვარ ასე რომ მოხდა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ბერლინალეზე, ლგბტქ+ თემის მხარდასაჭერად ფილმების განცალკევებული კონკურსი ჩატარდა, სადაც ლევან აკიმის ფილმმა გაიმარჯვა, რომელიც მამუკა ხაზარაძის ალტერნატიული დელეგაციის მიერ იყო დაფინანსებული და წარდგენილი იყო ბერლინის კინობაზრობაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×