რეზონანსი
25.02.2024

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ადგილზე ხმაური იყო.

მაღაზია გუშინ სამართალდამცველებმა "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელის შეტყობინების საფუძველზე დალუქეს. როგორც მერაბ ღოღობერიძე ამბობს, მაღაზიის მფლობელი რუსეთის მოქალაქეა და იქ კანაფის შემცველი ნამცხვრები, ზეთი და სხვა მსგავსი პროდუქტი იყიდებოდა.

მაღაზიის მფლობელის ადვოკატი, დავით ჩავლეიშვილი კი საპირისპიროს ამბობს. ამტკიცებს, რომ მაღაზიაში არსებული პროდუქტები საქართველოში ლეგალურადაა შემოტანილი და ნარკოტიკის შემცველი არაა.

"აბსოლუტურად ყველა საქონელი ლეგალურადაა შემოტანილი. საქართველოს საბაჟო საზღვარი აქვს გავლილი. ექსპერტიზების დასკვნებია ამ საქონლის თაობაზე, რომ ნარკოტიკულ ნივთიერებებს არ შეიცავს," - ამბობს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ ნივთიერებებს რელაქსაციის მიზნით იყენებენ.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×