რეზონანსი
25.02.2024

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მიზნით შეთანხმების უზრუნველსაყოფად, კატარის დედაქალაქში მხარეებს შორის მოლაპარაკებები განახლდა. ამის შესახებ Times of Israel-ი ეგვიპტური მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

ეგვიპტური მედიის ცნობით, ერთმანეთს ეგვიპტის, კატარის, ამერიკის, ისრაელისა და „ჰამასის" წარმომადგენლები ხვდებიან.

როგორც მედია წერს, დღევანდელი შეხვედრა პარიზში გუშინ გამართული მოლაპარაკებების ერთგვარი გაგრძელებაა, სადაც მხარეებმა „შეთანხმების მონახაზთან" დაკავშირებით პროგრესის შესახებ განაცხადეს. აღნიშნული მონახაზის თანახმად, „ჰამასი" 40-მდე ისრაელელ მძევალს, ისრაელი კი, 300-მდე პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, ასევე, უნდა გამოცხადდეს 6-კვირიანი პაუზა საბრძოლო მოქმედებებში. იმ შემთხვევაში, თუ „ჰამასიც" და ისრაელიც პირობებს დაეთანხმებიან, კატარის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა კაიროშია დაგეგმილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×