რეზონანსი
25.02.2024

"მტერს ახალი სიურპრიზები ელის - მშვიდობიან მოსახლეობას ე.წ ყირიმის ხიდის გამოყენებას არ ვურჩევ", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი კირილ ბუდანოვი საუბრობს.

"რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო არა ორი წლის წინ, არამედ ათი წლის წინ - უკრაინული ყირიმის ოკუპაციასთან ერთად. თუმცა არც უკრაინის სახელმწიფო და არც უკრაინელები არ დათანხმდნენ აგრესორის უფლების აღიარებას ყირიმის მიწაზე...

წარმატებული თავდაცვისა და კონტრშეტევისთვის ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ შავი ზღვა და ვიყოთ ყირიმის ნახევარკუნძულზე. დაკისრებული ამოცანები შესრულებულია. დაგპირდით, რომ 2023 წელს უკრაინული სპეცრაზმი ყირიმში იქნებოდა და ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ. მტერს ახალი სიურპრიზები ელის და მშვიდობიან მოსახლეობას ე.წ ყირიმის ხიდის გამოყენებას არ ვურჩევ", - აღნიშნა ბუდანოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×