რეზონანსი
25.02.2024

აღმაშფოთებელია ის, რაც თამაზ ელიზბარაშვილმა იკადრა მაია ბითაძესთან მიმართებით. უბრალოდ წარმოუდგენელია მამაკაცმა ქალს მსგავსი რამ აკადროს. ვითომ ძაღლებზე მზრუნველის ტყავში გახვეულა ეს არარაობა და უშვერი სიტყვებით იგინება, - წერს „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ამ სამარცხვინო კაცს აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი საზოგადოებამ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მეორედ ვეღარ გაბედოს ბინძური ტერმინოლოგიით საუბარი.

„აღმაშფოთებელია ის, რაც თამაზ ელიზბარაშვილმა იკადრა მაია ბითაძესთან მიმართებით. უბრალოდ წარმოუდგენელია მამაკაცმა ქალს მსგავსი რამ აკადროს. ვითომ ძაღლებზე მზრუნველის ტყავში გახვეულა ეს არარაობა და უშვერი სიტყვებით იგინება, ილანძღება და რაც მთავარია - იტყუება! ამ სამარცხვინო კაცს აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი საზოგადოებამ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მეორედ ვეღარ გაბედოს ბინძური ტერმინოლოგიით საუბარი. პასუხი უნდა გაეცეს იმიტომ, რომ მომავალში იცოდეს - არავინ გაუტარებს ასეთ გულისამრევ საქციელს!", - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×