რეზონანსი
25.02.2024

დღეს 25 თებერვალია, საბჭოთა ოკუპაციის დღე. გაგვიმარჯოს ჩვენ, ქართველ ხალხს, რომელსაც შეგვიძლია ბრძოლა სამშობლოსთვის, ჩვენი ოჯახებისა და თავისუფლებისთვის, - ასე გამოეხმაურა საბჭოთა ოკუპაციის დღეს პარტია „ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე.

როგორც მან საკუთარ „ფეისბუქ" გვერდზე აღნიშნა, ქართველი ერის დამარცხება შეუძლებელია.

„გაუმარჯოს იმ სულისკვეთებას, რომელსაც შეუძლია დიდი და სისხლიანი იმპერია შიშველი ხელებით დაამარცხოს. დღეს 25 თებერვალია, საბჭოთა ოკუპაციის დღე. გაგვიმარჯოს ჩვენ, ქართველ ხალხს, რომელსაც შეგვიძლია ბრძოლა სამშობლოსთვის, ჩვენი ოჯახებისათვის, თავისუფლებისთვის და რომლის დამმარცხებელი დედამიწაზე არავინ არის. დიდება ჩვენი გმირების სულებს", - აღნიშნავს ანა დოლიძე.

ინფორმაციას პარტია „ხალხისთვის" ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×