რეზონანსი
25.02.2024

დღევანდელი დღე მძიმე და ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 103 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან. დღეს კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დათმეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ბრძოლა ქვეყნის ერთიანობისთვის გრძელდება, - განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა. ბათუმში, ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში იმყოფებოდნენ, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×