რეზონანსი
25.02.2024

დღეს ჩვენ მოვედით აქ გმირების დაფასებისთვის, თუ როგორი გაფრთხილება უნდა თავისუფლებას და სახელმწიფოებრიობას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ კოჯორში იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე ყველას გვაიძულებს, ვიფიქროთ ერთიანობაზე და არა დაპირისპირებაზე.

„რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ყველამ ვიცით ვინ არის, მაგრამ დღეს მაინც თავს შევიკავებ იმიტომ, რომ არსებობს დღეები, როცა პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს. ყველამ იცის, ვინც არის და რასაც წარმოადგენს „ქართული ოცნება", მაგრამ დღევანდელი დღე ყველას გვაიძულებს, ვიფიქროთ ერთიანობაზე და არა დაპირისპირებაზე და პარტიულ კინკლაობაზე", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, 2024 წლის 25 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 103 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×