რეზონანსი
25.02.2024

წინაპრების არა კალმით, არამედ საქმით დაწერილმა ანდერძმა უნდა შეგვაძლებინოს, მეტად განვავითაროთ ქვეყანა და აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

კალაძე ეხმაურება საბჭოთა ოკუპაციის დღეს და აცხადებს, რომ ეს დღე მიგვითითებს უმთავრეს ღირებულებაზე, რაზეც დგას საქართველო.

კალაძე ერთიანობის საჭიროებას უსვამს ხაზს.

„დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა. დღე, რომელიც ერთი მხრივ, გვახსენებს ოკუპაციის იმ შედეგებს, რომელმაც ათწლეულებით შეაფერხა ქვეყნის განვითარება და დააშორა იგი ევროპულ არჩევანს. მეორე მხრივ კი, მიგვითითებს იმ უმთავრეს ღირებულებაზე, რაზეც დგას საქართველო და რამაც აქამდე მოგვიყვანა - ესაა სამშობლოს, მოყვასისა და თავისუფლების სიყვარული.

ამ სიყვარულით იბრძოლეს ჩვენმა ჯერ კიდევ ნორჩმა წინაპრებმა და თავი შესწირეს იმ უმთავრესს, რისიც სწამდათ. სწორედ მათმა მაგალითმა, მათმა დანატოვარმა და არა კალმით, არამედ საქმით დაწერილმა ანდერძმა უნდა შეგვაძლებინოს, მეტად განვავითაროთ ქვეყანა და აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა.

ამისთვის საჭიროა ერთიანობა და ერთობით სვლა იმ მიზნისკენ, რომელსაც გამთლიანებული, განვითარებული და ძლიერი საქართველო ჰქვია", - წერს კალაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×