რეზონანსი
13.02.2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, რეალურად, „ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა არ აქვს.

დავითულიანის თქმით, „ლელო“ საკუთარი ამომრჩევლის მოტყუებას ცდილობს.

„ლელოს“ აქვს არა ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია, არამედ ჰყოფნის უტიფრობა, საკუთარი ამომრჩეველი მოატყუოს, თითქოს ასეთი ამბიცია აქვს. „ლელო“ ხელისუფლებაში ვერ მოვა და ეს ძალიან კარგად იცის მისმა ყველა ლიდერმა. „მუსტანგის“ არ იყოს, როგორც ჩანს, მის პატრონსაც აუდუღა ტვინში რაღაცამ. „ლელოს“ აქვს საოცარი მათემატიკა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გვაჩვენეს, რომ არ აქვთ რაღაც განსაკუთრებული უნარი მათემატიკისგან პოეზიის გაკეთების. 6 პროცენტით ხელისუფლებაში როგორ უნდა მოვიდნენ, მათ უნდა ჰკითხოთ“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×