რეზონანსი
13.02.2024

მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი პარტიის ლიდერი, დამფუძნებელი, მას გადაწყვეტილი აქვს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართვა - გამომდინარე აქედან, მისი ბუნებრივი პოზიცია იქნებოდა, იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, - ასეთია პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანის პეტრე ცისკარიშვილი პოზიცია.

როგორც ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილის პრემიერად დასახელება მხოლოდ მისი პირადი მოსაზრება არ არის.

“ჩემი თანაპარტიელების საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა, ვინც ამ აზრს იზიარებენ. საბოლოო გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მისაღებია. იმედი მაქვს, შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამას თვითონ გამოაცხადებს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×