რეზონანსი
25.01.2024

სოციალურ ქსელში ახალგაზრდა მამაკაცის, ქიშო დოლაბერიძის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. როგორც დაკარგულის მეუღლე, მაგდა თევდორაძე წერს, მას 23 იანვრის შუადღის 3 საათის შემდეგ ვერ უკავშირდებიან. ოჯახი საზოგადოებას სთხოვს:

"მეგობრებო, ნაცნობებო თუ უცნობებო გთხოვთ, დამეხმარეთ! დაიკარგა ჩემი მეუღლე, ქიშო დოლაბერიძე. 23 იანვრის 14:00-15:00 საათის შემდეგ ვერ ვუკავშირდებით.

ხელვაჩაური-ბათუმი-ქუთაისის გზის ტერიტორიებზე იქნებ შენიშნეთ ვინმემ... კამერების გადამოწმებით ირკვევა, რომ ბოლოს ბათუმიდან გამოდის ქუთაისის მიმართულებით… გადაადგილდება ფეხით.

პოლიცია ვერ პოულობს ჯერჯერობით, მხოლოდ თქვენი იმედიღა შეგვრჩა, რომ უფრო მალე თქვენ დაგვეხმარებით.

თუ ვინმემ დაინახეთ ან დაინახავთ, დარეკეთ ამ ნომერზე: 597 82 88 02 მაგდა.

უმორჩილესი თხოვნაა გადააზიარეთ პოსტი ვინც ნახავთ!" - წერს მაგდა თევდორაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×