რეზონანსი
25.01.2024

კეკელიძის ქუჩაზე ბინიდან გამოსახლებული მარინა ხატიაშვილი ამბობს, რომ მას პრობლემა 2008-09 წლიდან შემიქმნა, რაც უგულავასა და სააკაშვილის სისტემის გამოისობით მოხდა და მერე სულ უფრო გართულდა და გართულდა ყველაფერი.

„ყველაფრის უფლება აქვთ, რომ დაგამხონ თავზე ყველაფერი; იძულებითი აუქციონი - რომ გაგიყიდონ ყველაფერი, ერთი თეთრი არ დაგანახონ და ყველაფერი მევახშის ჯიბეში წავიდეს და მერე სახლიდან გამოგაგდონ - ეს სააკაშვილის მიღებული კანონებია. „საქართველოს ბანკში მქონდა 20 ათასი ვალი, 10-წლიანი სესხი, „ნაცების“ დროს სამსახურიდან რომ გამომიშვეს. ბანკმა საიდან იცოდა - თქვენ სამსახური დაკარგეთო. ორჯერ რესტრუქტურიზაცია გამიკეთეს და სამჯერ დამაწყებინეს სესხის თავიდან გადახდა. 

2013 წელს რაღაც თვენახევარი გადამიცილდა და ეგრევე მიმართეს სასამართლოს. რა თქმა უნდა, წავაგე. რა ვიცოდი მაშინ მე მევახშე რა იყო? „საქართველოს ბანკის“ იურისტმა [დამაკავშირა]. მერე მოვედით აქამდე. ვყიდდი ამ ბინას. დარეჯან დვალი თვითონ მიგზავნიდა კლიენტებს. 

ახლა ის ითხოვს 90 ათასს. 70 ათასი ჩემი ახლობლების მიერ არის მობილიზებული. კიდევ 20 ათასი საიდან უნდა გავაჩინო, მე არ ვიცი. ბინა შემომთავაზეს. ნაჩუქრობითო. ნაჩუქრობა როგორი რამეა, იცით? ერთი წლის განმავლობაში შეუძლია გადაიფიქროს და იქიდანაც გამომასახლოს“, - განაცხადა ხატიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×