რეზონანსი
24.01.2024

„ხალხის ძალის" ისტორიას რომ გადავხედოთ (მოძრაობის შექმნიდან წელიწად ნახევარი გავიდა, დაახლოებით), „ხალხის ძალის" განცხადებებში მითითებული დეტალები, ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, პრაქტიკულად, გაიმეორეს, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილმა მოძრაობის პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც წინა საარჩევნო პერიოდშიც საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

„მაგალითად, ჩვენ მიერ დასახელებული „ვასალური დამოკიდებულება" მერე გაიმეორა თურქეთის პრეზიდენტმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა; ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ ახლა სურთ უკვე, რომ ევროპარლამენტში მიიღონ და ა.შ. რაც მთავარია, საზოგადოებამ დაინახა, რომ რასაც ვამბობდით, ის ერთი-ერთში სრულდებოდა. აქედან გამომდინარეობს სწორედ ის მაღალი მხარდაჭერა, რასაც საზოგადოებისგან ვგრძნობთ.

„ხალხის ძალამ" მოვახერხეთ და ახალი პოლიტიკური პლატფორმა ჩამოვაყალიბეთ, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში ხალხის პირდაპირ ჩართულობას გულისხმობს. რომ არა „ხალხის ძალის" ეს პოლიტიკა, საზოგადოების სწორი პოზიციონირება და შემდეგ უკვე, ხელისუფლების ადეკვატური ქმედებები, იმ სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, რაშიც, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა.

„ხალხის ძალის" მიერ ახალი პოლიტიკის ფორმირება ემსახურება იმას, რომ თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდშიც საზოგადოება სწორად ინფორმირებული იყოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, როგორც აქამდე", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×