რეზონანსი
24.01.2024

უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში დაადასტურეს, რომ დღეს დაგეგმილი ტყვეების გაცვლა აღარ შედგება. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ უკრაინული რედაქცია უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელზე, ანდრიი იუსოვზე დაყრდნობით იტყობინება.

იუსოვის განცხადებით, ახლა მოწმდება რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოფისი მომხდართან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით, ყველა მონაცემის დაზუსტების შემდეგ გააკეთებს.

24 იანვარს რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა სამხედრო თვითმფრინავი „ილ-76“, რომელსაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 65 უკრაინელი ტყვე გადაჰყავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა. ოფიციალურ კიევს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა უკრაინულმა მედიამ, შეიარაღებულ ძალებში წყაროებზე დაყრდნობით, ჯერ დაწერა, შემდეგ კი წაშალა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა „უკრაინელი სამხედროების მუშაობის შედეგია“, ვინაიდან თვითმფრინავს С-300 ტიპის რაკეტები გადაჰქონდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×