რეზონანსი
24.01.2024

გამოცხადებს თუ არა "ქართული ოცნება" გამოსახლებაზე მორატორიუმს - გადაწყვეტილება მმართველ პარტიაში არ მიუღიათ, თუმცა ამბობენ, რომ ამ საკითხის განხილვას აპირებენ.

ბექა ოდიშარიას თქმით, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შეიკრიბებიან და გამოსახლების მძიმე საკითხზე იმსჯელებნენ

რაც საჭიროა, ადაპტაციას გავუკეთებთ კანონმდებლობას და რეგულაციებს ამ პროცესთან დაკავშირებით. ანა დოლიძე არ არის ჩემი ლიდერი და ის NGO-ები, რომელიც პედალირებენ ყოველთვის და ბავშვებს აღიზიანებენ, ადამიანების გრძნობებზე თამაშობენ, მათი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს.

ჩემი ლიდერი არის ირაკლი კობახიძე. შევიკრიბებით მისი ხელმძღვანელობით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სხვა ჩვენს კოლეგებთან ერთად და ვისმჯელებთ", - ამბობს ბექა ოდიშარია.

თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს ძალის გამოყენებით გამოასახლა. 

მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც დასჭირდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად ჩაამტვრია აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრები.

შსს-მ ჯამში 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი ადმინისტრაციული წესით.

საზოგადოების პროსტესტმა კი პირველი  შედეგი გამოიღო - აღსრულების ეროვნული ბიურო იძლებული გახდა უკან დაეხია. დღეს კიდევ ერთი ოჯახი უსახლკაროდ დარჩენას გადაურჩა. აგვისტოს ომის ვეტერანის გამოსახლება, რომელიც სახლიდან დღეს იძულებით უნდა გამოეყვანათ, რამდენიმე თვით გადაიდო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×