რეზონანსი
24.01.2024

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ცივილიზებულ ქვეყნებში გამოსახლება ზამთარში არ ხდება და ეს საქართველოშიც აუცილებლაად უნდა დამკვიდრდეს.

ვაშაძის განცხადებით,  სასამართლომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ქონების მფლობელის ინტერესებიც.

აშშ-ში და სხვა ქვეყნებში არსებობს პრინციპი, რომ ზამთრის პერიოდში საერთოდ გამოსახლება არ ხდება, იმიტომ, რომ განსაკუთრებით მძიმეა პირობები. ეს ცივილიზებული ქვეყნების პრაქტიკაა და რატომ არ შეიძლება ეს პრაქტიკა საქართველოში არსებობდეს? და რატომ არ შეიძლება არსებობდეს პრაქტიკა, როდესაც სასამართლო ითვალისწინებს, მათ შორის ქონების მფლობელის ინტერესებს, ამას სისტემური მოგვარება სჭირდება და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

გამოცხადებს თუ არა "ქართული ოცნება" გამოსახლებაზე მორატორიუმს - გადაწყვეტილება მმართველ  პარტიაში არ მიუღიათ, თუმცა ამბობენ, რომ ამ საკითხის განხილვას აპირებენ.

თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს ძალის გამოყენებით გამოასახლა. 

მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც დასჭირდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად ჩაამტვრია აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრები.

შსს-მ ჯამში 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი ადმინისტრაციული წესით.

საზოგადოების პროსტესტმა კი პირველი  შედეგი გამოიღო - აღსრულების ეროვნული ბიურო იძლებული გახდა უკან დაეხია. დღეს კიდევ ერთი ოჯახი უსახლკაროდ დარჩენას გადაურჩა. აგვისტოს ომის ვეტერანის გამოსახლება, რომელიც სახლიდან დღეს იძულებით უნდა გამოეყვანათ, რამდენიმე თვით გადაიდო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×