რეზონანსი
24.01.2024

არსებობს ნიადაგი, ვიფიქროთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში აღმოჩნდება. ვიმედოვნებ, რომ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუერთდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას კითხვა დაუსვეს მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია: „„გლობალური ომის პარტია“ სააკაშვილში თუ დაინახავს მეტ რესურსს, შეაწყალებინებენ ზურაბიშვილს, ხოლო თუ – სალომეში, მაშინ ციხეში დარჩება, სალომე გადადგება და „ლელოსთან“ ერთად არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას“.

ბექა ოდიშარიას თქმით, „ხალხის ძალის“ განცხადების ბევრი პასაჟი საინტერესოა.

„ვეთანხმები და მათი მოსაზრებები უნდა გაანალიზდეს. ხალხი ღირსია, მეტი იცოდეს. უტყუარია ის ფაქტები, რაც 2012 წლამდე მოხდა. იყო გამოძალვები, წამება, ბიზნესის დაყაჩაღება და ასე შემდეგ. 2012 წლის შემდეგ პარლამენტში ბეღურებივით მობუზული იყვნენ. ბოლო ხანებში კი თავი იჩინა ალიანსმა, რომელიც ხელოვნურად არის დაყოფილი – გამრავლდნენ პარტიებად და არა ელექტორალურად. თეთრი ძაფითაა ნაკერი ის, რასაც ახორციელებენ – ეს არის დესტრუქცია, საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ ქვეყნის ჩამოშლა. არსებობს ნიადაგი, ვიფიქროთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში აღმოჩნდება. არ ვიცი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ რომელ ფლანგს აირჩევს. ვიმედოვნებ, განვლილი გზიდან გამომდინარე, ზურაბიშვილს პოლიტიკური სიბრძნე ეყოფა და კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუერთდება. სინამდვილეში, ყველა შუაშისტი ალიანსშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. როგორც ჩანს, დამრიგებლებმა უთხრეს, რომ ახლა „ნაცმოძრაობისგან“ უნდა დისტანცირდნენ, რათა ელექტორატი მოიზიდონ და შემდეგ პარლამენტში გაერთიანდნენ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×