რეზონანსი
24.01.2024

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ აქციები ოპოზიციაში უნდა გაუმართონ ერთმანეთს და არა ხელისუფლებას. სარჯველაძემ, შეფასება თაკო ჩარკვიანის განცხადების საპასუხოდ გააკეთა:

„აქციები ოპოზიციაში უნდა გაუმართონ ერთმანეთს და არა ხელისუფლებას. იმიტომ, რომ ხელისუფლებას არ მიუძღვის ბრალი ოპოზიციის იმ მდგომარეობაში ჩადგომისთვის, რომელიც აქვთ. როცა შანსი არ აქვთ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობენ. ეს არ იქნება არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც იმ აზრის კულტივირებას შეეცდებიან, რომ კარგი გამოსავალია ქუჩაში აქციები, მიუხედავად იმისა, გაქვს ამის მიზეზი, თუ არ გაქვს," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანი გავრცელებულ განცხადებაში ოპოზიციის ნაწილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ვინც „ფუნთუშებზე გაზრდილი საბა ბუაძის, მუსტანგზე ამხედრებული ხაზარაძისა და ბიძინა ივანიშვილის, გახარიას იმედად არის დარჩენილი", ან „პოლიტიკურად ბეცია", ან „ნეტარი".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×