რეზონანსი
24.01.2024

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებდა გუშინ, კეკელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს, ზურა ჯაფარიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ მევახშეობა პრობლემა არ არის.

„არ მგონია, რომ მევახშეობაში რაიმე პრობლემა იყოს. ვალს გადახდა სჭირდება ნებისმიერ შემთხვევაში. თუ არ იარსებებს მექანიზმი, როგორ შეიძლება ადამიანი აიძულო, რომ ვალი გადაიხადოს, მაშინ არავინ ვალს არ გადაიხდის. მთელი საბანკო სისტემა ამაზე დგას და შემდეგ მთელი ეკონომიკა,“ - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, კეკელიძის N1-ში, აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა, რასაც სამართალდამცავებსა და საზოგადოებას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×