რეზონანსი
24.01.2024

პარტია „ნაციონალური მოძრაობა" თავისი განშტოებებით პიარულად საკუთარი პოზიციების გამოსწორებას ცდილობს, რისი შესაძლებლობაც არ არსებობს - მათი რეპუტაციის ამორტიზაციის ხარისხი იმდენად მაღალია, როგორი წარმატებული „პიარშიკებიც" არ უნდა დაიქირაონ, ეს გამორიცხულია, - ასეთია „ქართული ოცნების" დეპუტატის დავით მათიკაშვილის შეფასება.

როგორც მათიკაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემადგენლობაში მოიაზრება პარტია "ლელო".

"ეს არის ერთი პარტია - მათი შინაარსი და შემადგენელი ნაწილი არის იდენტური. არ ზოგავენ თანხებს იმისთვის, რომ საკუთარი დაზიანებული და გამცვდარი რეპუტაცია რაიმე სახით გამოასწორონ.

მათი რეპუტაციის ამორტიზაციის ხარისხი იმდენად მაღალია, როგორი წარმატებული ე.წ. "პიარშიკების" დაქირავებაც არ უნდა მოხდეს, ეს გამორიცხულია - როგორ შეიძლება მათი ტყუილი, მძიმე წარსული საზოგადოებას პოზიტივად შეასაღო?! ეს სრული აბსურდია და ამას ვერც ერთი მექანიზმებით ვერ შეძლებენ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×