რეზონანსი
24.01.2024

პოლიციამ გუშინ, 23 იანვარს, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს მოძრაობა "ხმის" ორი აქტივისტი, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით დააკავა.

დაკავებულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება. საუბარია აღსრულების ბიუროს კუთვნილი მანქანის დაზიანებაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ისინი ახლა ბრალის წარდგენას ელოდებიან.

ხასაია და ჩიქობავა ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. თავდაპირველად უფლებადამცველებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდნენ დაკავებულები. მათთან გუშინ ღამით იყო შესულია ადვოკატი გურამ იმნაძე, რომელიც ამბობს რომ ეს ორი ადამიანი დაკავების შემდეგ პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტებაზე არ საუბრობს.

რაც შეეხება ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს, ასეთი სულ 18 ადამიანია, ერთ-ერთი მათგანია "მთის ამბების" ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელიც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულთა ნაწილი ამ დრომდე რჩება წინასწარი დაკავებულების იზოლატორში.

შეგახსენებთ, რომ კეკელიძის ქუჩაზე გუშინ აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა ხატიაშვილების ოჯახი საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლეს. გამოსახლების პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რადგან აღსრულების პოლიციას ხატიაშვილების ოჯახის ახლობლები, მათი სოლიდარობისთვის მისული ადამიანები და აქტივისტები წინააღმდეგობას უწევდნენ.

საერთო ჯამში დაპირისპირებისას პოლიციელებმა 20 პირი დააკავეს. დაკავებულები პოლიციელების მხრიდან ძალაუფლების გადამეტებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×