რეზონანსი
18.01.2024

ჩინური მხარის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა მათი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა „ქართული ოცნების" დელეგაციის წევრმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პეკინში და შანხაიში შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ ძირითადი საუბრის თემა პოლიტიკური და ეკონომიკური განზომილება იყო.

„პოლიტიკურ განზომილებაში ვგულისხმობ ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის ჩვენი საერთო ამოცანის მიმართ, რაც არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა და ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვა. შეხვედრებზე არაერთხელ ჩინური მხარის მხრიდან გაჟღერდა მათი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენც არაერთ შეხვედრაზე გავაჟღერეთ ჩვენი მხარდაჭერა ერთი ჩინეთის პრინციპის და ერთი ჩინეთის პოლიტიკის მიმართ. შესაბამისად, ამ მხრივ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები იყო და ასევე დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×