რეზონანსი
18.01.2024

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული ხის საფეხმავლო ხიდის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნული ხიდი გმირთა მოედანს ვარაზის ხევთან აკავშირებს.

პროექტის ფარგლებში, განახლდა მთლიანი კონსტრუქცია - შეიცვალა ხის მასალა, ახლით ჩანაცვლდა კიბის უჯრედები, მოაჯირები და ლითონის დეტალები.

შესრულებულ სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო.

"დავასრულეთ ხიდის რეკონსტრუქცია, რომელიც უსაფრთხოა და ვიზუალურადაც ძალიან კარგი ეირსახე აქვს. გარდა იმისა, რომ ამ საფეხმავლო ხიდით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები, ტურისტული დანიშნულებაც გააჩნია“, - განაცხადა დავით ფაჩულიამ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 415 000 ლარს შეადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×