რეზონანსი
18.01.2024

ჩინეთთან არაჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობის გარდა, პოლიტიკური ურთიერთობაც აქვს არაერთ ევროპულ სახელმწიფოს. შეერთებული შტატებიც ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებს და ჩვენ უნდა აღმოვჩნდეთ მაინცდამაინც საპირისპირო პოზიციაზე? - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში" განაცხადა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ მმართველი პარტიის ვიზიტი საქართველოსთვის სასარგებლო იქნება, თუმცა ამ ურთიერთობის გაუფასურებას ცდილობს.

„ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ სტრატეგიული მიზანია ჩვენი ქვეყნისთვის შუა დერეფანი გავხდეთ? შუა დერეფანი რომ გახდე ვის და ვის შორის უნდა შევასრულოთ ამ შუა დერეფნის ფუნქცია? რა თქმა უნდა, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ვის შორისაც მდებარეობს საქართველო. ამ ფონზე ლაპარაკი იმაზე, რომ მოდი ჩინეთი გამოვთიშოთ აქედან ან ცუდი ურთიერთობა გვქონდეს მათთან, მაგრამ ისინი მაინც გაივლიან ჩვენი დერეფნის მეშვეობით, რა თქმა უნდა აბსურდია. ეს გადასარევად ესმით [ოპონენტებს]. ეს იმდენად პრიმიტიული საკითხია, შეუძლებელია, ვინმეს არ ესმოდეს", - აცხადებს სარჯველაძე.

მისივე თქმით, ქართული დელეგაციის თითოეულ წევრს მხოლოდ მადლობა ეკუთვნის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×