რეზონანსი
18.01.2024

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის გაცნობა, რომლის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, 1000-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლებსაც 3 ან მეტი არასრულწლოვანი ჰყავთ, სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.

პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება და მისი ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში გამართულ, სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მისი მოადგილეები - ნიკა კობახიძე და კახა კობერიძე, რუსთავის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, მარნეულის მუნიციპალიტეტების მერები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან დოლიძე, შეფასების სამმართველოს უფროსი, გიორგი მაზმიშვილი და ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი, დავით ჭოხონელიძე ესწრებოდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×