რეზონანსი
18.01.2024

"მათი დასკვნაა, რომ მკურნალობა, რომელიც უტარდება კლინიკაში, არ არის გათვლილი მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელებაზე. ეს ნიშნავს, რომ გაძლებაზეა ადამიანი", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია საუბრობს და ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნასთან დაკავშირებით, სადაც კლინიკა "ვივა მედსა" და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეა საუბარი.

წამების პრევენციის ევროპული კომისიის დასკვნა კლინიკა "ვივა მედის" დაცული პალატების შესახებ დღეს გამოქვეყნდა. დასკვნაში ნახსენებია მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნულია, რომ „ვივა მედში" არსებული მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ამავე ანგარიშში წერია, რომ დაწესებულებაში პაციენტის პირადი ცხოვრებისა და სამედიცინო კონფიდენციალურობის მიმართ პატივისცემის სრული ნაკლებობაა. კიდევ ერთი ხარვეზი იყო ის, რომ კლინიკას არ ჰყავდა დასაქმებული არც ფსიქიატრი და არც კლინიკური ფსიქოლოგი. კომიტეტი აკრიტიკებს ვივა მედის კლინიკაში მიღებულ უსაფრთხოების გადაჭარბებულ ზომებსაც, რაც კომიტეტის თქმით, შეუთავსებელია თერაპიისთვის და ასევე აზიანებს ნდობას პაციენტსა და სამედიცინო პერსონალს შორის.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კლინიკა პაციენტებს ვერ სთავაზობს შესაბამის თერაპიულ გარემოს, რადგან "საბოლოო სიტყვა არა ექიმებზე, არამედ პენიტენციურ სისტემაზეა".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×