რეზონანსი
18.01.2024

რუსთავის სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე, მოკლული მოზარდის დედისა და ბიძის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დაიკითხნენ მკვლელობაში ბრალდებულის, ალიმ სადიკოვის დები. ერთ-ერთმა დამ სასამართლოზე დაადასტურა, რომ ნიშნობა ნამდვილად შედგა, თუმცა შეთანხმების მიხედვით, ქორწილი მაშინ გაიმართებოდა, როცა აითაჯი 18 წლის გახდებოდა.

დის მტკიცებით, მკვლელობის დღეს აითაჯი 27 წლის საქმროს სახლში სტუმრად იმყოფებოდა.

"ნიშნობაზე ვიყავით მე, ჩემი და და ოჯახის სხვა წევრები. იქ დაგვხვდა ხალხი. მარტო დედა ვიცანი. წინასწარ მოვილაპარაკეთ, რომ 18 წლის რომ გახდებოდა აითაჯი, დაქორწინდებოდნენ, თუ ერთმანეთში ვერ მორიგდებოდნენ, დაშორდებოდნენ. ჩვენთან ნიშნობა ასე ხდება. ოჯახების მოლაპარაკებაა ეს. აითაჯთან არ მისაუბრია... ჩვენი წესების მიხედვით, დანიშვნის მიუხედავად, 18 წლის სანამ არ გახდება გოგო, მას არ აქვს ვალდებულება სადმე იაროს ბიჭთან ერთად. სულ ვუშლიდი აითაჯს ამას", - თქვა მკვლელობაში ბრალდებულის დამ.

მას სიტყვით გამოსვლა აითაჯის დედამ შეაწყვეტინა და მიმართა - "ყველაფერი სიმართლე თქვას. თავის ძმაზე რატომ არ ამბობს, რომ ყველაფერში დამნაშავე ის არის" - თქვა ასევე ბრალდებულმა დედამ.

შეგახსენებთ, 14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გასული წლის 6 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობაში 27 წლის ასიმ ასლანოვია ბრალდებული. ის არასრუწლოვანთან იძულებით "ქორწინებაში" იმყოფებოდა. ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არიან დაკავებულები აითაჯის დედა და ბიძა. ყველა ბრალდებული წინასწარ პატიმრობაშია.

დაკავებიდან რამდენიმე თვეში, მკვლელობაში ბრალდებულ "ქმარს" ბრალი გაუპატიურების მუხლითაც დაუმძიმდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×